წყლის გართობა ბაღში

ეთო ენოტს და ინა იხვს უყვართ წყალში ჭყუმპალაობა.

აქ მათი საყვარელი ეზოში წყლით გასართობი თამაშებია.

წყლის სასრიალო

უბრალოდ განათავსეთ რაიმე დიდი პლასტმასი მინდორზე, როგორც სასრიალო და ზედ წყალი დაასხით. შემდგომ, ბავშვები სველ პლასტმასზე მუცლებით გასრიალდებიან. ნეტავ ვინ გასრიალდება უფრო შორს, ვიდრე ინა იხვი? გთხოვთ, დარწმუნდით, რომ სასრიალოს ქვეშ და ბოლოში არ არის რაიმე საშიში ნივთი!

თევზაობა ფეხით

მოათავსეთ ადვილად ასაღები ნივთები აუზში, მაგალითად: ჩაის კოვზი ან სათამაშო მანქანა. პატარებს კი მოუწევთ ითევზაონ და ამოიღონ ნივთები წყლიდან, მხოლოდ თავიანთი ფეხის დახმარებით. ნეტავ ვის შეუძლია დაიჭიროს უფრო მეტი ნივთი?

წყლის მარში!

ყველამ იცის კვერცხისა და კოვზების რბოლა. მაგრამ ოდესმე გიცდია ის წყლით? პირამდე აავსე პლასტმასის ჭიქა და შემდეგ გაიქეცი! ნეტავ, თამაშის ბოლოს, ვის დარჩება ყველაზე მეტი წყალი ჭიქაში ? პროფესიონალი წყლით მორბენლები უფრო რთულ მარშრუტს ირჩევენ და წავიდა!