25 მაისი 2013 წელი
მომხმარებლებმა (8400 გამოკითხული) კიდევ ერთხელ მისცეს ხმა HiPP-ს,როგორც 2013 წლის ყველაზე სტაბილურ კომპანიას გერმანიაში.მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც ნდობა გამოგვიცხადა, ამავდროულად, მომხმარებელი, რომელმაც ხმა მოგვცა, არის სტიმული HiPP-ისათვის, რომ მომავალშიც არ დავზოგოთ ძალისხმევა, რათა მივაწოდოთ საიმედო, უმაღლესი ხარისხის ორგანული პროდუქცია.
2011-2012 წლებში HiPP აირჩიეს ყველაზე სტაბილურ კომპანიად გერმანიაში. იგი დააწესა ჟურნალმა WirtschaftsWoche-მა, რომელიც წარმოგვიდგენს მომხმარებელთა კვლევებს. წელს HiPP აღიარეს აბსოლუტურ გამარჯვებულად 103 კომპანიას შორის 17 სექტორში.მეორე და მესამე ადგილი დაიკავეს საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელმა Miele-მა და სააფთიაქო ქსელმა dm.ბოლო სამი პოზიცია შეავსეს მაკდონალდსმა და ტანსაცმლის მაღაზიებმა H&M და KIK. კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელი ბრენდს არამარტო პროდუქციის გამო ირჩევს, არამედ კომპანიის დამოკიდებულებითაც ეკოლოგიური და სოციალური საკითხების მიმართ.