ჩვენ ვთავაზობთ კვალიფიკაციის ამაღლებას
ყველა თანამშრომელი რეგულარულად მონაწილეობს სისტემატურ სასწავლო კურსებში და იყენებს ჩვენ მიერ შეთავაზებულ ფართო სპექტრის კურსებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ახალგაზრდებს. წლების განმავლობაში ჩვენ გვყავდა მოსწავლეთა სტაბილური რაოდენობა, რომლის დახმარებითაც ვიზღვევდით მომავალს და ახალგაზრდებს ვაძლევდით საშუალებას დაეწყოთ მუშაობა. ახალგაზრდა სპეციალისტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ორმაგი ხარისხი. როდესაც შეგირდები ეცნობიან ჩვენს ერთგულებას გარემოს მიმართ, ნებაყოფლობით ერთვებიან მის აქტიურ საქმიანობაში (აწესებენ ხის დარგვის დღეს, ქმნიან გუბურებს ამფიბიებისათვის, აკეთებენ ბუდეებს ფრინველებისათვის და ა.შ)
ჩვენ ვართ საერთაშორისო ორგანიზაცია
HiPP-ში მუშაობს 20-მდე სხვადასხვა ეროვნების თანამშრომელი. ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ ამ მრავლაფეროვნებით. ეს კომპანიის კულტურას ამდიდრებს, აძლიერებს ჩვენი მუშაობის წარმატებას გლობალურ გარემოში.
ჩვენ სოციალურ პასუხისმგებლობას სერიოზულად ვეკიდებით
სოციალური პასუხისმგებლობა გვაკისრებს ვალდებულებას, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ოჯახებს, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება. საკვების რეგულარულად მიწოდებით ვეხმარებით მათ, ვისაც ეს განსაკუთრებით ჭირდებათ.