მენიუ

ეჰრენბერგერის ფერმა

ეჰრენბერგისგან დამოუკიდებლად, HiPP ცდილობს გაატაროს ბუნების დაცვის ღონისძიებები ბიომრავალფეროვნების გაუმჯობესების მიზნით. მიზანი მდგომაეობს იმაში, რომ ამ ორგანულმა ფერმამ სტაბილურად და ეფექტურად იმუშაოს 2015 წლამდე, როგორც სანიმუშო ბიზნესმა. მომავალში ის HiPP წარმოების ნიმუშად მოიაზრება.

გვსურს გიჩვენოთ, როგორ შეიძლება იყოს გაერთიანებული ფერმის ყოველდღიურ საქმიანობასთან სტაბილურობა და ბიომრავალფეროვნების დაცვა

ჩვენი მიზანია შევქმნათ ეფექტური და საიმედო ორგანული სანიმუშო მეუნეობა 2015 წლისთვის. მომავალში იგი იქნება სანიმუშო მეურნეობა ჰიპპის მწარმოებლებისათვის.

ისეთი ძველი ჯიშები, როგორიცაა ბრაუნვიჰის საქონელი (მხოლოდ 500 სულია დარჩენილი ბავარიაში) უზრუნველყოფს მრავალფეროვნებას. 

ბუნებრივი ბალახი (ჩალა), გაფხვიერებული მიწა, ბუნებრივი სასუქი და სხვა ნატურალური საშუალებები ზრდის ნიადაგის ნაყოფიერებას.

ბუნებრივი, ხეებით გარშემორტყმული საძოვრები, შემოღობილი მინდვრები გარეული ცხოველებისაგან დასაცავად. ხის ღობეები, მწვანე და ყვავილოვანი მდელოების ზოლები საძოვრების გარშემო.

დამუშავებული მიწის გეგმა და სამეცნიერო მონაცემების შეგროვება

ფერმებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მდებარეობა წარმოადგენს ბუნებრივ განმსაზღველ ფაქტორებს, რაც ხელს უწყობს გააუმჯობესოს ნაირსახეობების მრავალფეროვნება და მათი შენარჩუნება.
ამ პროექტზე ჩვენ ვმუშაობთ ბიოლენდთან, მიუნჰენის და ჰანოვერის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, ისევე, როგორც ფრინველთა დაცვის ბავარიის საბჭოსთან.

ძველი ჯიშები ფერმაში

  • ნაირსახეობათა მრავალფეროვნების გაზრდის მიზნით, იშვიათმა ძველმა ჯიშებმა ფერმაში ჰპოვეს თავშესაფარი. ორიგინალური Braunvieh პირუტყვი, ბავარიაში მხოლოდ 500 ცხოველიღა დარჩა, Skudde ცხვარი(ამჟამად 1000 ცალია გერმანიაში) და ძველი ქათმის ჯიში Appenzeller Spitzhauben.

საცხოვრებელი სივრცე საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების „წითელ სიაში“

  • წითელი წიგნის მონაცემებით საფრთხის ქვეშ მყოფი პირუტყვი, ორიგინალი ბრაუნვის მსხვილფეხა საქონელი არის გადაშენების საფრთხის წინაშე. ჰიპის სტაბილური მეურნეობის სანიმუშო პროექტით ეს ჯიში შენარჩუნებულია თავისი ნაირსახეობით. Braunvieh - ის მსხვილფეხა საქონელი წარმოიქმნა ე.წ Braunvieh მსხვილფეხა საქონლისგან, რომელიც ბალახობდა ალპების ტბის პირას დაახლოებით 2000 წლის წინათ.

    ბავარიის ფრინველთა დაცვის საბჭოსთან ერთად (LBV), ეჰრენსბერგერის მეურნეობა ახორციელებს სხვადასხვა გაცნობითი ხასიათის პროექტს, რათა ხელი შეუწყოს იშვიათი ცხოველების და ფრინველების გამრავლებას, როგორიცაა ხოხობი, ბუხრინწა, ყვითელმუცელა გომბეშო და კვირჩხლა.

    წითელზურგა ღაჟო მნიშვნელოვანი სახეობაა მთელი ეკოსისტემისათვის. ინტენსიური მეურნეობის წარმოების პირობებში,ფრინველებისათვის ცოცხალი ღობეებისა და ბუჩქების მცირე რაოდენობაა დარჩენილი ბუნებრივ საცხოვრებელად. ის მიეკუთვნება გადაშენების პირას მყოფ სახეობებს. ეს იშვიათი სახეობის ფრინველი კარგადაა ცნობილი, რომელიც საკუთარი მსხვერპლს ჩასცემს ეკალს. ხალხური რწმენის თანახმად, ის ყოველთვის აგროვებს 9 მწერს ჭამამდე. HiPP-მა გაამრავლა ახალი ბინადარნი წითელზურგა ღაჟოსთვის ეჰრენსბერგის ფერმაში და სტაჟიორთა ინიციატივით შექმნა ხელოვნური ღობე (ტოტებისა და სარებისაგან) მინდვრის გარშემო

გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა თავშესაფარი

  • სასტუმრო მწერებისთვისა და ხვლიკებისათვის ქვიშის თავშესაფასი შექმნილია იმ მიზნით,რომ კომპენსირება გაუკეთდეს მათ არასათანადო ბუნებრივ გარემოს. მეურნეობის გარშემო გავრცელებულია ყუთები ბუდეებისათვის, იმიტომ, რომ არის ბუნებრივი ბუდეები ბუების, შოშიების, ქალაქის მერცხლების, ბეღურების, წივწივას, შავარდენისა და ღამურებისათვის.

    ეს ყუთები დამზადებულია ბუნებრივი თიხებით, მათ უნდა უზრუნველყონ თავსაბურავების ან ნეკნების რეპროდუქცია ხელოვნურ ბადეებში. დღესდღეობით, საუბედუროდ, ხელოვნური ტყის გაწმენდა ჩვეულებრივ ამბად იქცა (ბუნებრივი საბუდრის მოშლა ბევრი ფრინველისათვის) ტყის გარეთ. ამიტომ ალტერნატივად შეთავაზებულ იქნა ხელოვნური ბუდე-ყუთები.

    არიან ადამიანები, ვისაც თაფლის გარეშე სიცოცხლე შეუძლიათ, მაგრამ არ შეუძლიათ ფუტკრის გარეშე. მწერებს კი ქმნიან ტკბილ, პურზე წასასმელ ნივთიერებას და ამტვერიანებენ ყვავილებს. ამ გზით ისინი იცავენ მცენარეთა არსებობას და უზრუნველყოფენ კარგ მოსავალს ფერმერებისათის. ამ ცხოველების გარეშე, ხილის მოსავალს საფრთხე შეექმნებოდა. როდესაც ფუტკრები იხოცებიან ან ცუდად არიან, ეს თითოეულ ჩვენგანზე ახდენს გავლენას. ამიტომაა ჰიპი,ბიომრავალფეროვნების პროექტით, ყოველთვის ჩართულია შეინარჩუნოს ბუნებრივი გარემო ფუტკრებისათვის. ეჰრენსბერგერის მეურნეობა სახლია ფუტკრების ექვსი ოჯახისათვის, რომელიც შეიქმნა მეფუტკრეობის დაშლის საპასუხოდ.

ახალი ეკოსისტემის შექმნა

  • ახალი ეკოსისტემა, როგორიცაა ხეთა მწკრივი, დამცავი, ცოცხალი ღობე (მაგ.წითელზურგა ღაჟოსთვის) ხელოვნური ტყის ფესურა და აყვავებული ზოლი, მინდვრის პირას და მდელოებზე იქნა გაშენებული, რათა საცხოვრებელი შეექმნათ რეპტილიების, ფრინველების, პატარა ძუძუმწოვრებისა და მწერებისათვის. ხელოვნური ტყის მესერის შექმნის პრინციპი იმისთვის არაა, რომ შექმნა ახალი მესერი, არამედ ქარის საშუალებით მოხდეს თესლის გადატანა- გაფანტვა. ტოტები და ჭიგოს ზღუდეები ქმნიან ქარსაცავ ზოლს,რომელიც ასევე იცავს ნერგებს. ამ სახის კონსტრუქციის წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ ერთის მხრივ იაფია და მეორეს მხრივ მკვდარი ტყის საფარველი საცხოვრებელს უქმნის უამრავ იშვიათ სახეობას.

    ჩვეულებრივ მეურნეობაში მოსავლიანობის ასამაღლებლად აშენებენ მინდვრებს და მდელოებს ტყის პირას, ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად. ჩვენ ვქმნით ველურ მინდორსაცავ ზოლს ხელოვნური ტყითა და ადგილობრივი ველური ყვავილებით და ამ გზით ცხოველებს ვუქმნის ბუნებრივ გარემოს, ვიცავთ პირუტყვს ქარისაგან და ვამცირებთ ნიადაგის ეროზიას.

    ეჰრენსბერგერის ფერმის სტაბილური მეურნეობის სამი ელემენტი: საძოვრებზე უძველესი ჯიში, მინდვრის პირას გაშენებული ხელოვნური ტყე და ბუნებრივი თავშესაფარი ცხოველებისათვის ევროპის წიფლნარში.

ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესება

რაც შეეხება ნიადაგის ნაყოფიერებას, გამოყენებულ იქნა სხვადასხვა მეთოდი. მაგალითად, გამოიყენეს ამიაკით შეკრული კლდის ფქვილი, მყარი ნაკელით(სასუქით) განაყოფიერება და სხვა ბუნებრივი მეთოდები. ასევე მიიღეს ზომები ცხოველთა ჯანმრთელობის დასაცავად, ეფექტური მიკრო- ორგანიზმები, ორგანული ჩალა გამოიყენეს, როგორც ჩასაფენი მასალა.