მენიუ

ბანანის ბუნებრივი განაშენიანება კოსტა რიკაში

ბანანი, რომელსაც HiPP ამუშავებს წარმოებაში, კოსტა რიკადან შემოაქვთ, აქ დაახლოებით 1000 მცირე ფერმერს, ტალამანკას ავტონომიურ პროვინციაში,სპეციალურად HiPP-ისათვის მოყავთ ბანანი არა პლანტაციებში, არამედ პირდაპირ ჯუნგლებში, პესციტიდების გამოყენების გარეშე.

ბუნებრივ პირობებში მოყვანილი მოსავალი არ საჭიროებს პლანტაციის ხელოვნურ განაშენიანებას. მცენარეები დარგულია ერთმანეთისაგან მოშორებით ისეთ მანძილზე, რომ ავადმყოფობისა და სოკოვანი ინფექციების თავიდან აცილება მარტივად ხდება, მხოლოდ ზედმეტი მცენარის მოშორებით და ამიტომ პესტიციდების გამოყენება არ არის საჭირო. ამგვარად, ბუნებრივი გარემო მცენარეებისა და ცხოველებისათვის დაცულია და შენარჩუნებული.

ასეთ პირობებში შესანიშნავად ხარობს ძველი "Gros Michel",რომელიც აღარ მოყავთ დიდ პლანტაციებში. "Gros Michel" არის ძალიან არომატული, აქვს შაქრის იდეალური შემცველობა და სასარგებლოა მისი გამოყენება ბავშვის კვებაში. ბოლო 20 წლის მანძილზე HiPPის წარმოება მარაგდება ბანანით კოსტა-რიკას იმ ბუნებრივი ტერიტორიიდან, სადაც სახლობს ორი მკვიდრი ტომი. HiPP-მა იკისრა დიდი სოციალური პასუხისმგებლობა,მცირე ფერმერებთან გააფორმა გრძელვადიანი კონტრაქტები. ეს დაცული შემოსავლის წყაროა და დიდი წარმატებაა ბევრი ოჯახური ბიზნესისათვის.ბანანის განაშენიანების პროექტში ძირითადად დასაქმებულნი არიან ქალები, დაახლოებით 10 000 ქალი ამ რეგიონში,რომელთაც ამ ბიზნესიდან აქვთ პირდაპირი ან ირიბი შემოსავალი .