მენიუ

„ბომრავალფეროვნება კარგ კომპანიაში“

მსოფლიო თანამეგობრობასათან გაერთიანება

HiPP დაკავებულია ბიზნესისა და ბიომრავალფეროვნების საინიაციატივო სამუშაოებით, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2008 წლიდან, გაეროს კონფერენციაზე, რომელიც მუშაობდა თემაზე "მხარეთა ბიოლოგიური კონვენცია მრავალფეროვნების შესახებ". "Biodiversity in Good Company"- არის კომპანიების გაერთიანება, რომლებიც დგანან ერთად ბიო-მრავალფეროვნების გადასარჩენად ეკონომიკისა და საზოგადოების სასიკეთოდ.

მათ საკუთარ თავზე აიღეს "Mission Statement" and a "Leadership Declaration",რათა ბიომრავალფეროვნების დაცვა ინტეგრირებული ყოფილიყო მათი კომპანიების მართვის სისტემაში."ლიდერობის დეკლარაციაზე" ხელის მოწერით, მსოფლიოს 40 კომპანიაზე მეტმა, კომპანიის მართვის სისტემის მთავარ მიმართულებად დაისახა ბიო-მრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება. მნიშვნელოვანი წვლილი სამართლიან ვაჭრობაში შეიტანა გაეროს ნაირსახეობათა კონსერვაციის კონფერენციამ, რომელიც ჩატარდა 2010 წელს ნაგოიაში(იაპონია). სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა თუ როგორ უნდა გადანაწილდეს ბიოლოგიური ნედლეულის გამოყენებით მიღებული მოგება ნედლეულის რესურსის მქონე ქვეყანასა და მის მომხმარებელს შორის.

HiPP ჩართულია სტაბილურობასა და ბიომრავალფეროვნების სხვადასხვა პროექტებში. ჩვენ რეგულარულად ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ასოციაციებთან როგორებიცაა: AoeL (ეკოლოგიური საკვების მწარმოებელთა ასოციაცია) B.A.U.M.( გერმანული სამუშაო ჯგუფი, ეკოლოგიურად იცის მართვა), WWF BUND, Deutscher Naturschutzring, Greenpeace, Bund Naturschutz Bayern, ბიოლენდი, ნატურლენდი და სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტები.