მენიუ

სახეობები - ცხოველთა სათანადო მოვლა შედარება ცხოველების მოვლის ძველ და ახალ, თანამედროვე მიდგომას შორის.

ნაირსახეობათა მახასიათებლები -ცხოველთა სათანადო მოვლა

ნაირსახეობები - შესაბამისი მოვლა და კვება ეკოლოგიური მეურნეობის ცენტრალურ კომპონენტს წარმოადგენს.

კანონიერი რეგულაციები საკმაოდ მკაცრია : საკვები ეკო-ფერმიდან უნდა მომდინარეობდეს და არ უნდა შეიცავდეს ანტიბიოტიკებს,ზრდის სტიმულატორებს, გენურ ნივთიერებებს. ამასთან საკვები უნდა იყოს სწორად შერჩეული, სივრცე გადაადგილებისთვის უნდა იყოს საკმარისი, დიდი ბოსელი კარგი განათებით.

HiPP-ის თანამშრომლები რეგულარულად გვაძლევენ გარანტიას, რომ ცხოველთა მოვლის და დაცვის ყველა მოთხოვნა მკაცრად დაცულია. ამ ყოვლისმომცველი პროცესის თანახმად ჩვენს მომხმარებელს ვაძლევთ გარანტიას. ჩვენს მეურნეობებში საქონელი სათანადო პირობებში იმყოფება.

 

ორგანული მსხვილფეხა საქონელი

მსხვილფეხა საქონელი და ხბორები ცხოვრობენ ბუნებრივ ფერმებში, აგრეთვე აქვთ დიდი სივრცე საბალახოდ და სასეირნოდ. ეს მათ ხდის უფრო ძლიერებსა და გამძლეებს, ისინი ძალიან კარგად გრძნობენ თავს ასეთ გარემოში. პროფილაქტიკური მედიკამენტები სასტიკად აკრძალულია. ჩვენი ცხოველები მხოლოდ ორგანული საკვები მცენარეებით იკვებებიან.

ორგანული ღორები

HiPP ცხოველურ პროდუქციას მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს თუ დამტკიცებულია, რომ ის მთელი ცხოვრების მანძილზე იყო ჯანმრთელი. ფერმის ზომა და გარე სივრცე, ისევე როგორც ცხოველთა რაოდენობა, უნდა აკმაყოფილებდეს ღორების მოვლის ხარისხის დონეს.

ორგანული ფრინველები

ჩვენი ორგანული წიწილები გაზრდილია საუკეთესო მეფრინველეობის ფერმაში: ისინი დარბიან თავისუფლად, იქექებიან და კოტრიალობენ ქვიშაში. ისინი იკვებებიან ორგანული მცენარეული საკვებით, არიან ვეტერინარების დაკვირვების ქვეშ და სრულიად მოწესრიგებული დოკუმენტაცია აქვთ. ინდაურებსაც ზუსტად ისეთი პირობები აქვთ შექმნილი, როგორც ქათმებს.