მენიუ

საიმედო პროდუქტი იცავს ჩვენი შვილების მომავალს

ჯანსაღი საკვები ჰარმონიაშია ბუნებასთან

ჩვენ ვქმნით "საკვებს სიცოცხლისთვის". HiPP არის ბავშვთა კვების საერთაშორისო მწარმოებელი. მას აქვს და იღებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ეკოლოგიურად ჯანსაღი, უმაღლესი ხარისხის ბავშვთა კვების წარმოებაზე. უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს სურს იცოდეს საკვების წარმოებისა და წარმომავლობის შესახებ. სტაბილურ კვებასა და მოხმარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

HiPP-ის ეკოლოგიურად სუფთა ხარისხი

50 წელზე მეტია, HiPP დგას ორგანულ მეურნებობზე, პატივს სცემს ბუნების ციკლებს, იცავს გარემოს და არის სტაბილური. ამის გარანტიას გვაძლევს HiPP-ის ეკოლოგიურად სუფთა ხარისხი და კლაუს ჰიპი. ჩვენი უმაღლესი ხარისხის კრიტერიუმით ჩვენს სამართლებრივ მოთხოვნებს ვცილდებით და საკუთარ თავს უფრო დიდ მიზნებს ვუსახავთ, ვიდრე დადგენილია ევროკავშირის მიერ ორგანული საკვების ხარისხის მიმართ. ამიტომ HiPP-ის ქილა 260 შემოწმებას გადის. HiPP-ის ლაბორატორია ერთერთი წამყვანია ევროპაში, მსგავს ლაბორატორიებს შორის.

ნახშირბადის კვალი

HiPP ერთერთი პირველი იყო კვების მრეწველობაში, გერმანულ კომპანიებს შორის, რომელმაც გამოიანგარიშა ნახშირბადის დონის შემცველობა. მომავალში გვინდა, რომ მოხდეს ჩვენი პროდუქციის ეკობალანსის მონაცემების იდენტიფიცირება, რათა პასუხი გავცეთ მომხმარებლებს თუ რამდენ CO2-ს გამოიყოფა HiPP-ის ერთი პროდუქტის წარმოებისთვის.

არა გენური ინჟინერიის გამოყენებას მცენარეებში

მკაფიო "არა" ვუთხრათ მცენარეთა გენურ ინჟინერიას, ჩვენი ეთიკური ვალდებულებაა. საგრძნობლად შემცირდა ნაირსახეობათა მრავალფეროვნება და სახეობები, რაც გამოწვეულია გენური ინჟინერიითა და მისი დრამატული შედეგებით ბიო-მრავალფეროვნებაზე, ეს უნდა შეწყდეს. ვუყურებთ ამას, როგორც ჩვენს უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას. რადგან ეს არაფრით ნაკლები არაა, ვიდრე თვითონ ცხოვრების არსი.

გამჭვირვალე მომარაგება და ღირებულების ჯაჭვის შექმნა

HiPP მჭიდროდ თანამშრომლობს თავის მწარმოებლებთან. ჩვენს მიზანს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ მიმწოდებლები და პარტნიორებიც სტაბილურად იმოქმედებენ. ამ მიზნით, ქცევისა და ეთიკის კოდექსი კონტრაქტის ნაწილად ვაქციეთ. პარტნიორებთან ერთად, მიწოდების ჯაჭვით, ჩვენ არა მარტო წარმოების ხარისხისკენ მივისწრაფით, არამედ ეკოლოგიური , სოციალური და ეკონომიკური სტანდარტებისკენაც. HiPP განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს უწყვეტ განვითარებას, გრძელვადიან ბიზნეს ურთიერთობებს, რომელიც ნდობას ეფუძნება.