მენიუ

HiPP-ის ორგანული ხარისხი

ორგანული საკვები- საუკეთესო თქვენი ბავშვებისთვის

აქ არის ყველაფერი პატარა პიროვნების მეტისმეტად მგრძნობიარე სისტემის შესახებ. ეს საკვები სწორედ მისთვის არის განკუთვნილი. მათ სჭირდებათ ჯანსაღი და გემრიელი საკვები, რომელიც არ შეიცავს რაიმე მავნე ნივთიერებებს. უკვე 50 წელია, რაც HiPP ამ იდეით მუშაობს და ამიტომაც შექმნა ბავშვის უმაღლესი ხარისხის საკვები, იმასთან შედარებით, რაც კი აქამდე შექმნილა. მოსავლის მოსაყვანი ნიადაგი წინასწარ შერჩეულია განსაკუთრებული სიფრთხილით, არ ხდება თესლის შეწამვლა, ხილი და ბოსტნეული ბუნებრივად იზრდება, მწიფდება და იძენს განსაკუთრებულ ბუნებრივ არომატს. ასეთივე მიდგომა გვაქვს ხორცის წარმოებასთან დაკავშირებით.

260 ტესტი თქვენი სიმშვიდისათვის

კიდევ უფრო მკაცრია, კიდევ უფრო ზუსტი და კიდევ უფრო საიმედო: მშობლები აბსოლიტურად ენდობიან HiPP-ის ორგანული ხარისხის ნიშანს. თითოეული ქილის შიგთავსი გადის მთლიანობაში 260 ტესტს. (ასევე გადის შემოწმებას დამოუკიდებელი ტესტირების ინსტიტუტების მიერ)რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების შესაბამისი დონე. HiPP-ის კონტროლის ხარისხი აღემატება ორგანული საკვების წარმოების საერთაშორისო სამართლებრივი მოთხოვნების დონეს, რომელიც ეხება ყველაფერს მარცვლეულიდან ბარდამდე და დამთავრებული რძითა და ვაშლით. HiPP-ის ექსპერტები მჭიდროდ თანამშრომლობენ ორგანული მეურნეობის მქონე ფერმერებთან, ჯერ კიდევ ნიადაგის და თესლის შერჩევის პერიოდიდან და შემდგომ გაზრდა- მოყვანის პროცესებშიც და მოსავლის აღების დროსაც. და ბოლოს მომხმარებლამდე მიწოდების პროცესშიც. როდესაც ლაბორატორიული ტესტები აჩვენებს, რომ ნედლეული უნაკლოა,მხოლოდ მაშინ აძლევენ მისი გადამუშავების უფლებას.ამ ძალისხმევის შედეგად, კი ვიღებთ მაღალი ხარისხის მრავალჯერ შემოწმებულ ბავშვის ორგანულ საკვებს,. "მე თვითონ პირადად გაძლევთ გარანტიას" გვარწმუნებს კლაუს ჰიპი. ეს არის მისი ორგანული ხარისხის სიმბოლო - ჩვენს მიერ შექმნილი მკაცრი შემოწმების სისტემა ნიშნავს იმას, რომ მშობლებს შეგიძლიათ ენდოთ მის ნაწარმს უპირობოდ.