მენიუ

ბოსტნეულის მეურნეობა

ორგანული ბოსტნეული მოგვყავს ბუნებრივი გზით

ქიმიური და სინთეზური შეწამვლა აკრძალულია

სარეველებს ტრადიციულად მანქანებით ვმარგლით ან ხელით. ყველაზე უვნებელი და სრულყოფილი მეთოდებით ვუვლით გადარჩეულ ბოსტნეულს. მაგალითისათვის, ისეთ მცენარეებს ვრგავთ ნაკვეთების საზღვარზე, რომელიც იზიდავს ხოჭოებს და სხვა მწერებს. ამით ვიცავთ ძირითად კულტურებს.

კარტოფილის დაავადების თავიდან ასაცილებლად ვაყრით დაფქვილ ქვას, რომელიც აძლიერებს მცენარეს და აქვს ჰიგროსკოპული ეფექტი. ჩვენ არ ვიყენებთ ხელოვნურ სასუქებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მხალეულის(ისპანახი) მოსავალი არის მცირე, მაგრამ ამავე დროს შეიცავს მცირე ოდენობით ნიტრატებს.

ჩვენი სტაფილო იზრდება ქარისგან დაუცველ ადგილებში. ამ გზით ქარი ბუნებრივად ასუფთავებს სტაფილოს მწკრივებს. ეს არის ბუნებრივი გზა, რათა თავიდან ავიცილოთ სოკოვანი დაავადებები და დავიცვათ მოსავალი მწერებისა და პესტიციდებისაგან.