მენიუ

ხეხილის მოყვანა

HiPP-ის ორგანული ხილი საუკეთესოა, რაც კი შეგვიძლია შევთავაზოთ თქვენს ბავშვებს

ჩვენი ორგანული ხილი მოდის ჩვენს მიერ შერჩეულ ფართობზე. ისინი მკაცრად კონტროლდება აყვავებიდან მოსავლის აღებამდე; მანამდე, სანამ ის ბუნებრივ მწიფობაში შევა და რა თქმა უნდა, ქიმიკატების გარეშე. პესტიციდებზე კონტროლი, ორგანული მეურნეობის განაშენიანების შესახებ დადგენილი სამართლებრივი რეგულაციებით ხდება.

მავნე მწერებთან ბრძოლა ბუნებრივი გზით ხდება-ჩიტებისა და ჭიამაიების დახმარებით, ამიტომ ჩვენ არ ვხმარობთ ისეთ ქიმიურ წამალს, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. ამ გზით მათ გამრავლებასაც ვუწყობთ ხელს. ჩვენ ვიყენებთ მცენარეულ ექსტრაქტებს სოკოვან დაავადებებთან საბრძოლველად. ყველა ამ მეთოდში აისახება ჩვენი ფილოსოფიური მიდგომა: ბუნება ქიმიკატების გარეშე !

HiPP-ის ორგანული ბანანი - ბუნებრივი გზით, ხიდან ქილაში

ათეული წლებია, რაც ბანანის შემოტანას ვახორციელებთ კოსტა-რიკადან. ჩვენი ბანანი' შუა ჯუნგლებში, უამრავ პატარა მეურნეობებშია მოწეული. ამ გზით, ხელს ვუწყობთ ტყის განაშენიანებას და ხელს ვუშლით ტყის გაჩეხვას, რაც ხალხის ინტერესშიც შედის და გარემოს დაცვის ინტერესშიც.