მენიუ

ორგანული ხორცის სახეობები-შესაფერისი წარმოება

ორგანული ხორცი

საქონლის გარემო-პირობებს მონიტორინგს უწევს HiPP-ის ორგანული მეურნეობა. ბუნებრივ გარემოში, საქონელს ყველა პირობა აქვს იკვებოს და ისეირნოს სუფთა ჰაერზე. შესაბამისი ჯიშების გამოყვანისას ყურადღება ექცევა მათი იმუნური სისტემის გაძლიერებას და ჯანმრთელობას.

გასასუქებელი აგენტების გამოყენება აკრძალულია. ჩვენი საქონელი მხოლოდ ბუნებრივ საკვებს იღებს.

ორგანული ღორის ხორცი

HiPP იყენებს მხოლოდ ხორცის იმ პროდუქციას, რომელიც საბუთების მიხედვით სრულიად ჯანმრთელი იყო გაჩენიდან დაკვლამდე.

ფერმის სივრცის პარამეტრები და ის სივრცე,სადაც ის მოძრაობდა, სულადობის რიცხვი ერთ ჯგუფში, ყველაფერი ის არის, რის გამოც შეირჩა კონკრეტული ღორი.

ორგანული ფრინველი

ფრინველი არა მარტო საჭიროებს კარგ პირობებს, ჯიშებისა და სახეობების მიხედვით, არამედ ბუნებასთან ერთად ჰარმონიულ არსებობასაც. ბუნება თვითონ აქცევს მას ბუნებრივ ფრინველად. HiPP-ის ორგანული ქათამი იღებს ორგანულ საკვებს, რომელშიც არანაირი ქიმიკატები არ ურევია. ისინი თავისუფლად გადაადგილებიან, იქექებიან და სილაში კოტრიალობენ. მათ გარემო პირობებს მუდმივად აკონტროლებს ვეტერინარი. ინდაურებიც ისეთივე ბუნებრივ პირობებში არიან, როგორც ქათმები და გადადგილდებიან გარეთ, სუფთა ჰაერზე თავისუფლად. რა თქმა უნდა, ისინი იკვებებიან ნატურალური მარცვლეულით.