ბავშვთა რეგულარული მასაჟი
- ხელს უწყობს ნერვული უჯრედების განვითარებას და მოძრაობის უნარებს
- აქვს დამამშვიდებელი და დამაწყნარებელი ეფექტი
- შეუძლია გააძლიეროს ემოციური კავშირი დედასთან და მამასთან
ნაზი კონტაქტი აუცილებელია ბავშვებისთვის. ბავშვთა მასაჟი განსაკუთრებით სასიამოვნო გზა არის დედისთვის მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნებისთვის ბავშვთან და ბავშვის უსაფრთხოდ და მშვიდად ყოფნისთვის.
ყოველი მასაჟის წინ უნდა ნახოთ რა მდგომარეობაშია თქვენი ბავშვი. თუ თქვენი ბავშვი მოუსვენარია და ცელქობს, არ არის მასაჟისთვის საუკეთესო დრო. თუ თქვენი ბავშვი ტირის მასაჟის დროს, ეცადეთ დააწყნაროთ და სცადეთ თავიდან როდესაც ბავშვი დაწყნარდება. თუ თქვენი ბავშვი ისევ მოუსვენარია, გადადეთ მასაჟი სხვა დროსთვის.