რამდენ ხანს უნდა ეძინოს ბავშვს?

თითოეული ბავშვი გამოიმუშავებს ინდივიდუალური კვებისა და ძილის რეჟიმს. ახალშობილებს არა აქვთ დღის და ღამის გარჩევის უნარი რამდენიმე კვირის განმავლობაში. მშობელს თავიდან არ შესწევს ძალა არეგულიროს მისი ძილი.

ბავშვს ყოველთვის მხარში უნდა ედგეთ მისი განვითარების ეტაპებზე, მაგრამ ის მაინც თვითონ უნდა წავიდეს წინ ამ გზაზე. ზოგიერთს გააჩნია საკუთარი ბუნებრივი რიტმი. ზოგი ადრე იძინებს, ზოგს სულ შია ან ადვილად იღლება მრავალი თვის განმავლობაში. მათ სჭირდებათ მშობლების დახმარება ძილის რეჟიმის მოწესრიგებაში და ცხოვრების წესის სწორად ჩამოყალიბებაში, რაც შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ.

ყოველთვის ერთსა და იმავე დროს კვება, ძილი და გართობა, სეირნობა სუფთა ჰაერზე, მშვიდი გარემო დადებითად მოქმედებს ჩვილის სწორ განვითარებაზე. აგრეთვე დაბანა, ჭამის პროცესი, ძილის წინ ზღაპრის წაკითხვა და იავნანა ძალიან დამამშვიდებლად მოქმედებს ბავშვზე. გთხოვთ თქვენ თვითონაც არ დაგავიწყდეთ დაიცვათ სწორი დიეტა, მიიღეთ სითხეები, მოახერხეთ დასვენება, რათა განიახლოთ დახარჯული ენერგია.

სიცოცხლის პირველ კვირებში

პირველ კვირებში ბავშვს უმეტესად სძინავს. რეალურად მათ 18 საათი სძინავთ. 4 საათიანი პერიოდებით, რომელსაც წყვეტენ ჭამის და დალევისათვის, საფენების გამოსაცვლელად და კუჭში გასასვლელად.

4-6 თვის გამავლობაში

4-6 თვის გამავლობაში ბავშვი სწავლობს დღის და ღამის გარჩევას. ეს შიგნიდან არ მოდის. როგორც ცნობილია ბიოლოგიური საათი ირთვება დაბადების შემდეგ და ის განსაკუთრებული უნარის წყალობით ერთვება ოჯახურ რიტმში. ხანმოკლე წათვლემებს ცვლის უფრო ხანგრძლივი ძილის პერიოდები. სიფხიზლის ხანგრძლივობაც შესაბამისად იზრდება.

10-12 თვე

10-12 თვე 1.5 საათი. ხანმოკლე წათვლემა აღარ უნდა გაგრძელდეს, თორემ ბავშვს ღამის ძილი დაერღვევა. ზოგ მშობელს არ სურს გააღვიძოს პატარა, იმიტომ, რომ ჰგონია ჩვილის ორგანიზმს ძილი სჭირდება, თუმცა ჩვენი რჩევაა, მაინც ნაზად სცადოთ მისი გაღვიძება, თუ დიდხანს გადააბამს ძილს დღისით.

არავითარი განსხვავება არ არის, როცა ბავშვი გაღიზიანებულია გაღვიძების გამო დღისით, იმასთან, როცა ის იღვიძებს ღამე, გართობის ხასიათზეა და აღარ უნდა დაძინება. დაარეგულირეთ საათის მიხედვით ძილის რეჟიმი. სიფხიზლის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 4-5 საათს, და იგივე დროის შუალედი უნდა იყოს ღამის ძილამდე, რათა ღამე კარგად დაიძინოს.

2 წლის განმავლობაში

2 წლის განმავლობაში ბავშვებს უკვე 13 საათი უნდა ეძინოთ. თუ ღამით 11 საათი სძინავს, მაშინ დღისით ჭამის შემდეგ უნდა დაიძინოს. ზოგი, დღის ძილს 10 თვის ასაკში უკვე ერთ საათამდე ამცირებს, ზოგი 18 თვის შემდეგ.

3 წლის განმავლობაში

რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო ნაკლები ძილი სჭირდება. მე-3 წელს ბავშვებს მხოლოდ 12 საათი სძინავთ. ბევრი პატარა დღისით ძილზე უარს ამბობს, ზოგი კი საბავშვო ბაღში წასლამდე აგრძელებს შუადღის ძილს.

ინფორმაცია ინდივიდუალური ჯგუფებისათვის

ეს ინფორმაცია არის საშუალოდ აღებული ინდივიდუალური ასაკის ჯგუფებისათვის. ძილზე მოთხოვნილება ინდივიდუალურია და განსხვავდება თითოელი ბავშვისაგან. 1-2 საათით გადახრა ნორმიდან საგანგაშო არ არის. ზოგ ბავშვს კიდევ უფრო ნაკლები სძინავს.

ასაკი დაადგინეთ რამდენ ხანს უნდა ეძინოს ბავშვს დღე-ღამეში.
ახალშობილი 16-დან 20 საათის განმავლობაში
3 კვირის 16-დან 18 საათის განმავლობაში
6 კვირის 15-დან 16 საათის განმავლობაში
4 თვის 9 დან 12 საათი ღამით და 2 დღისით(2 - 3 საათი თითოეულ ჯერზე)
6 თვის დაახლოებით 11 დან 12 საათამდე ღამით და 2საათი ძილი დღისით (1 - 1.5 საათი თითოეული)