თითოეული ბავშვი გამოიმუშავებს ინდივიდუალური კვებისა და ძილის რეჟიმს. ახალშობილებს არა აქვთ დღის და ღამის გარჩევის უნარი რამდენიმე კვირის განმავლობაში. მშობელს თავიდან არ შესწევს ძალა არეგულიროს მისი ძილი.
ბავშვს ყოველთვის მხარში უნდა ედგეთ მისი განვითარების ეტაპებზე, მაგრამ ის მაინც თვითონ უნდა წავიდეს წინ ამ გზაზე. ზოგიერთს გააჩნია საკუთარი ბუნებრივი რიტმი. ზოგი ადრე იძინებს, ზოგს სულ შია ან ადვილად იღლება მრავალი თვის განმავლობაში. მათ სჭირდებათ მშობლების დახმარება ძილის რეჟიმის მოწესრიგებაში და ცხოვრების წესის სწორად ჩამოყალიბებაში, რაც შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ.
ყოველთვის ერთსა და იმავე დროს კვება, ძილი და გართობა, სეირნობა სუფთა ჰაერზე, მშვიდი გარემო დადებითად მოქმედებს ჩვილის სწორ განვითარებაზე. აგრეთვე დაბანა, ჭამის პროცესი, ძილის წინ ზღაპრის წაკითხვა და იავნანა ძალიან დამამშვიდებლად მოქმედებს ბავშვზე. გთხოვთ თქვენ თვითონაც არ დაგავიწყდეთ დაიცვათ სწორი დიეტა, მიიღეთ სითხეები, მოახერხეთ დასვენება, რათა განიახლოთ დახარჯული ენერგია.