მენიუ

ნამდვილად სჭირდება თუ არა ჩვილს ხორციანი საკვები?

ხორცის ნაწარმი ამარაგებს ორგანიზმს მნიშვნელოვანი ელემენტებით ჯანსაღად ზრდის პროცესში. დიეტოლოგები თანხმდებიან, რომ ჩვილმა 6 თვის შემდეგ უნდა მიიღოს ხორცეული ნაწარმი. ამ დროიდან იწყება რკინის შევსება, ვინაიდან ის მარაგი, რომელიც ჩვილს დედის მუცლიდან მოჰყვება, იწურება და სჭირდება საკვების საშუალებით მისი შევსება.

მართლაც რა დანიშნულებაა აქვს რკინას ხორცში?

იგი არის რკინის იდეალური წყარო, რადგან რკინა ადვილად შეიწოვება ხორციდან.

თქვენ კი უკვე გაგიჩნდათ მომდევნო კითხვა. რატომ არის რკინა ასე მნიშვნელოვანი ორგანიზმის ჯანსაღი ზრდისათვის? ნუთუ მის გარეშე არ არის შესაძლებელი ბავშვის სიჯანსაღე? რკინის ელემენტის დეფიციტს შეუძლია გავლენა მოახდინოს ბავშვის ჯანმრთელობაზე.

იგი არის ერითროციტების შემადგენელი კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფს ჟანგბადის მიწოდებას უჯრედებში. უჯრედებს კი სჭირდებათ ჟანგბადი, რათა აწარმოოს ენერგია ორგანიზმში. ყველაზე მეტი ჟანგბადი ტვინს სჭირდება. სწორედ ამიტომ, რკინა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის გონებრივი განვითარებისათვის.

მხოლოდ HiPP-თან ერთად შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენს წარმოებაში გამოიყენება მკაცრად შემოწმებული ,ხარისხიანი ორგანული ხორცის ნედლეული, რომელიც შესაბამის პირობებში გაზრდილი საქონლის ხორციდან მზადდება.