რა არის საკვების შეუთავსებლობა და რა არის ალერგია?
საკვების მიმართ ალერგია არის ძალიან განსხვავებული საკვების შეუთავსებლობასთან შედარებით. საკვების მიმართ ალერგია ყოველთვის ითრევს იმუნურ სისტემას. როგორც წესი, იმუნური სისტემა რეაგირებს თავდაცვის რეაქციით, გარკვეული ნივთიერებების საშუალებით (ცილებით), რომელებიც უვნებელნი არიან ჯანმრთელი ადამიანისათვის. ხშირად, თუნდაც მინიმალური რაოდენობა ("კვალი") არის საკმარისი იმისათვის, რომ გამოიწვიოს რეაქცია. ტიპიური ალერგიის სიმპტომებია: ცემინება, კანზე გამონაყარი, ქავილი, წითელი თვალები და ქოშინი.
საკვების შეუთავსებლობის დროს კი, პირიქით, იმუნური სისტემა არ არის ჩართული. აქ მიზეზი შეიძლება იყოს სხვა, მაგალითად შიდა სხვა პროცესები, ან საჭმლის მონელებაში არსებული გართულებები, ნაწლავში ფერმენტების ნაკლებობის გამო. საკვების მიღების შემდეგ მან შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.ასეთ დროს, მიღებული საჭმლის ოდენობასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება და აქედან გამომდინარე, საკვების ალერგიისაგან განსხვავებით, საჭმლის მცირე რაოდენობის ათვისება ხშირად უფრო ადვილად ხდება.
როდის იწვევს ძროხის რძე რეაქციას,ამის დადგენა მნიშვნელოვანია, რათა განვასხვავოთ ნამდვილი ალერგია ძროხის რძის ცილისა და ლაქტოზას მიმართ შეუთავსებლობაში:
იმ შემთხვევაში, თუ ძროხის რძის ცილა იწვევს ალერგიას, ძროხის რძე მთლიანად უნდა შევზღუდოთ და ექიმის რჩევით, კალციუმით მდიდარი სხვა ალტერნატიული საკვები უნდა ვეძებოთ.
ლაქტოზასთან შეუთავსებლობის შემთხვევაში, პირიქით, რძე და რძის პროდუქტების ათვისება შეიძლება ხდებოდეს ინდივიდუალურად, განსხვავებული ხარისხით. ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება ნახევარი ჭიქა რძე, ან იოგურტი უპრობლემოდ აითვისოს,მაშინ, როდესაც, სხვები რამდენიმე წუთში რეაგირებენ. ლაქტოზას შეუთავსებლობის დროს, ორგანიზმს უჭირს ლაქტოზის დაშლა გარკვეული საკვების მიღების შემდეგ.
ასეთ დროს რეკომენდებულია, HiPP-ის Growing-up- რძე,რომელიც ლაქტოზასაგან გამოთავისუფლებულ საკვებ პროდუქტად არის მიჩნეული, 1 წლის და მეტი ასაკის ბავშვებისათვის, რადგან იგი შეიცავს რძის ყველა ღირებულ ნუტრიენტებს.