დედის რძე: საუკეთესო თქვენი პატარისათვის

ყველა ძირითადი ნუტრიენტები

პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში,მხოლოდ დედის რძე არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნუტრიენტების მთავარი მიმწოდებელი. ის ბავშვს სჭირდება ჯანსაღი ზრდისათვის. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დედის დიეტა იყოს სწორი, ჯანსაღი და დაბალანსებული. ახალი ხილი, ბოსტნეული,სრული საკვები პროდუქტები და თევზი მინიმუმ კვირაში ერთხელ, რათა ჩვილს მიაწოდოთ ყველა აუცილებელი ვიტამინები, მინერალები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავების ელემენტები.

პედიატრები თვლიან, რომ დედის რძის გარდა ჩვილს უნდა მიეწოდოს D ვიტამინი და ფტორი, როგორც პროფილაქტიკური დანამატები.

იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმი განიცდის D ვიტამინის დეფიციტს, კალციუმის შემადგენლობის ოდენობა ძვლებში დარღვეულია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები შემდეგში. მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც მზე ნაკლებად არის ზამთრის პერიოდში, დერმატოლოგები გვირჩევენ, მოვერიდოთ ინტენსიურ მზეს ზაფხულში. ამიტომ ჩვილმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს D ვიტამინი თავისი ცხოვრების პირველ თვეებში.

ასევე, მიზანშეწონილია ფტორის დანამატის სახით მიცემა, რათა შევამციროთ კბილების დაშლის რისკი.

LCP (Omega3&6)

LCP (Omega3&6) აქვთ მნიშვნელოვანი ფუნქცია ტვინის, ნერვული სისტემის და მხედველობის განვითარებისათვის.

LCP ცხიმოვან მჟავებს კი ( LC-PUFA) polyunsaturated) აქვთ მნიშვნელოვანი ფუნქცია თავის ტვინის, ნერვული სისტემისა და მხედველობის განვითარებისათვის. ყველაზე მნიშვნელოვანი LCP ცხიმოვანი მჟავებიდან არის arachidon-ის მჟავა (AA) და docosahexaen მჟავა (DHA). მათ აგრეთვე შეიცავს დედის რძე.

Omega-3 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალშობილების ტვინის უჯრედებისა და ნერვული უჯრედების განვითარებისათვის, რადგან ტვინი ძირითადად იზრდება და მწიფდება პირველი ორი წლის განმავლობაში. Omega-3-ს ცხიმოვანი მჟავების 0.5%-ის რეგულარული მოხმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილის ყოველდღიური ენერგიის გამომუშავებისათვის.

ბუნებრივი რძემჟავას კულტურები

დედის რძე შეიცავს სხვადასხვა რძემჟავას კულტურებს, რათა დაეხმაროს ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილს ჯანმრთელი ნაწლავური ფლორის განვითარებაში. დედები გადასცემენ თავიანთ ჩვილებს უსაფრთხო რძემჟავას კულტურებს ძუძუთი კვების გზით. ბუნებრივი დამცავი კულტურები დედის რძიდან გადადიან ჩვილის ნაწლავებში და ხელს უშლიან არასასურველი და მავნე ბაქტერიების გამრავლება- გავრცელებას. ასე, რომ ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები ე.წ. დამცავი ფარის ქვეშ იმყოფებიან დედის რძის დახმარებით, ვინაიდან 70% იმუნური სისტემისა ნაწლავებზე მოდის.

დედის რძის დიეტური ბოჭკოები

დედის რძის დიეტური ბოჭკოები (დედის რძის საკვები ბოჭკოები (ოლიგოსაქარიდები) ემსახურებიან, როგორც საკვები რძემჟავას კულტურების დასაცავად და შესაბამისად ხელს უწყობენ ჯანსაღი ნაწლავური ფლორის განვითარებას. პატარები იღებენ ძვირფას დამცავ კომპონენტებს დედის რძისაგან, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათი განვითარებისათვის.

დედის რძის სხვა დამცავი კომპონენტები

ჩვილი იღებს დამატებით ძვირფას დამცავ კომპონენტებს დედის რძისგან, რაც ხელს უწყობს მათ ჯანსაღ განვითარებას.

აქ არის რამოდენიმე მაგალითი:

  • ანტისხეულები (იმუნოგლობულინები) ან lysozymes: მათ შესწევთ პირდაპირი ზეგავლენის მოხდენა ბაქტერიებზე
  • ანტიოქსიდანტები და სხვადასხვა მავნე ნივთიერებები: ეხმარებიან ინფექციასთან ბრძოლაში
  • ლაქტოფერინი: ეხმარება რკინის შთანთქმაში და ეფექტურია ბაქტერიებთან საბრძოლველად.
  • თუმცა დედის რძის ყველა სასრგებლო თვისება ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი.
  • ბევრი სხვა რამ კი ჯერაც არ არის ბოლომდე გამოკვლეული.